Saturday, June 11, 2011

,,ვარსკვლავები გვამცნობენ''


 ,,იესო ქრისტეს მოვლინება ვარსკვლავმა ახარა კაცობრიობას.ეს სრულიად საკმარისია,რათა ციურ მნათობთა ზემოქმედება სამყაროზე ჭეშმარიტებად ჩაითვალოს.თუმც ასტროლოგია უძველესი დროიდან არის ცნობილი მას 40 საუკუნოვანი ისტორია აქვს...
   ...ალექსანდრე მაკედონელის მამას ჰყავდა პირადი ასტროლოგი,სახელად აპოლონიუსი,რომელმაც თავის დროზე მას უწინასწარმეტყველა,რომ თუ მისი შვილი 12 საათამდე დაიბადებოდა იგი ნახევარ მსოფლიოს დაიპყრობდა,მაგრამ ადრე გარდაიცვლებოდა,თუ 12 სააის შემდეგ-გააერთიანებდა მის გარშემო მყოფ ერებს და დიდხანს იცოცხლებდა.
  ჰანიბალის ცნობილი მრავალწლიანი ისტორიული გალაშქრება,რომელიც ისტორიის ოქროს მატიანეშია შესული დაკავშირებული იყო მისი პირადი ასტროლოგის რჩევებთან.
  ლენინს ჰყავდა ტიბეტელი პირადი ასტროლოგი.სტალინსაც ჰყავდა ორი ასტროლოგი ,რომელთა გვარები დღესაც უცნობია.
  რონალდ რეიგანს ჰყავდა ძალიან ცნობილი ასტროლოგი ჯოან კუინგლი,რომლის გარეშეც იგი ნაბიჯს არ დგამდა. ფრანსუა მიტერანი პირადი ასტროლოგის გარეშე თანამდებობის პირებს არ ნიშნავდა.
   ჰიტლერს ჰყავდა შვეიცარიელი ასტროლოგი კრაფტი,რომელიც წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირზე თავდასმისა.ჰიტლერმა ერთადერთხელ არ დაუჯერა მას და შედეგად დაისაჯა კიდეც''

წყარო_მიხეილ ცაგარელი ,,ვარსკვლავები გვამცნობენ''
 შრიფტ კოდი_ k 25.228/4
                          F 8.277/4
                         Y 458/13


ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

No comments:

Post a Comment