Sunday, June 12, 2011

mini-პრეზენტაცია

 იხილეთ მინი პრეზენტაცია თემაზე ,,ზოდიაქო'' აქ

Saturday, June 11, 2011

ვიდეო youtube.com-დან

 სამყარო საიდუმლოებებით მოცული უსასრულობაა...

,,ვარსკვლავები გვამცნობენ''


 ,,იესო ქრისტეს მოვლინება ვარსკვლავმა ახარა კაცობრიობას.ეს სრულიად საკმარისია,რათა ციურ მნათობთა ზემოქმედება სამყაროზე ჭეშმარიტებად ჩაითვალოს.თუმც ასტროლოგია უძველესი დროიდან არის ცნობილი მას 40 საუკუნოვანი ისტორია აქვს...
   ...ალექსანდრე მაკედონელის მამას ჰყავდა პირადი ასტროლოგი,სახელად აპოლონიუსი,რომელმაც თავის დროზე მას უწინასწარმეტყველა,რომ თუ მისი შვილი 12 საათამდე დაიბადებოდა იგი ნახევარ მსოფლიოს დაიპყრობდა,მაგრამ ადრე გარდაიცვლებოდა,თუ 12 სააის შემდეგ-გააერთიანებდა მის გარშემო მყოფ ერებს და დიდხანს იცოცხლებდა.
  ჰანიბალის ცნობილი მრავალწლიანი ისტორიული გალაშქრება,რომელიც ისტორიის ოქროს მატიანეშია შესული დაკავშირებული იყო მისი პირადი ასტროლოგის რჩევებთან.
  ლენინს ჰყავდა ტიბეტელი პირადი ასტროლოგი.სტალინსაც ჰყავდა ორი ასტროლოგი ,რომელთა გვარები დღესაც უცნობია.
  რონალდ რეიგანს ჰყავდა ძალიან ცნობილი ასტროლოგი ჯოან კუინგლი,რომლის გარეშეც იგი ნაბიჯს არ დგამდა. ფრანსუა მიტერანი პირადი ასტროლოგის გარეშე თანამდებობის პირებს არ ნიშნავდა.
   ჰიტლერს ჰყავდა შვეიცარიელი ასტროლოგი კრაფტი,რომელიც წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირზე თავდასმისა.ჰიტლერმა ერთადერთხელ არ დაუჯერა მას და შედეგად დაისაჯა კიდეც''

წყარო_მიხეილ ცაგარელი ,,ვარსკვლავები გვამცნობენ''
 შრიფტ კოდი_ k 25.228/4
                          F 8.277/4
                         Y 458/13


ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

Thursday, June 9, 2011

ზოდიაქოს ნიშნები

 ვერძი
სტიქია:ცეცხლი
ფერები:შინდისფერი,მუქი წითელი,ყვითელი,ყავისფერი,ცისფერი,იასამნისფერი.
ქვები: ბრილიანტი,ამეთვისტო,აქვამარინი,ალმასი,ძოწი.
 კურო
სტიქია:მიწა
ფერები:მწვანე,ცისფერი,წითელი,ნარინჯისფერი.
ქვები:ზურმუხტი,ბრილიანტი.
 ტყუპები
სტიქია:ჰაერი
ფერები:იისფერი,ღია ყვითელი,ცისფერი.
ქვები:მტის კრისტალი,აკვამარინი.
  კირჩხიბი
სიტიქია:წყალი
ფერები:თეთრი,ზღვისფერი,ვარდისფერი
ქვები:ზურმხტი,შავი ონიქსი,მარგალიტი
  ლომი
სტიქია:ცეცხლი
ფერები:ნარინჯისფერი,ოქროსფერი,ჩალისფერი
ქვები:ლალი,ალმასი
  ქალწული
სტიქია:მიწა
ფერები: ცისფერი,იისფერი,ყვითელი
ქვები:იაგუნდი,აქატი,იასპი
  სასწორი
სტიქია:ჰაერი
ფერები:პასტელისფერი
ქვები:ნეფრიტი,ალმასი,ოპალი
  მორიელი
სტიქია:წყალი
ფერები:მწვანე,მუქი წითელი,ცისფერი
ქვები:ტოპაზი,მალაქიტი
  მშვილდოსანი
სტიქია:ცეცხლი
ფერები:ლურჯი,მეწამული,შინდისფერი
ქვები:მთის კრისტალი,აქვამარინი
  თხის რქა
 სტიქია:მიწა
ფერები:ნაცრისფერი,შავი,ყავისფერი
ქვები: თეთრი ონიქსი,მთვარი ქვა
   მერწყული
სტიქია:ჰაერი
ფერები:ცისფერი,იისფერი
ქვები:ქარვა,ძოწი,საფირონი
   თევზები
სტიქია:წყალი
ფერები:თეთრი,მწვანე,ზღვისფერი
ქვები:ამეთვისტო,ქრიზოლიტი


წყარო:ucnauri.com

Friday, June 3, 2011

ჰოროსკოპი ,,ზეციური სკანირება’’


   ჰოროსკოპი (ბერძნ. "hora"-დრო და "skopeo"-ვუყურებ, ვაკვირდები) - კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულება, ანუ რა მდგომარეობა ეკავათ მნათობებს, პლანეტებსა და ვარსკვლავებს. ადამიანის დაბადებისას რასაკვირველია ციური მოვლენები არ ჩერდება, თუმცა კონკრეტული ადამიანის დაბადების ადგილსა და მომენტში ხდება ასე ვთქვათ, მისი "ზეციური სკანირება" და ამ დროს კოსმოსში მიმდინარე ციური მოვლენები ფიქსირდება მის ხასიათსა თუ ბედისწერაში.
ჰოროსკოპში ძირითადად გამოყოფენ:
  • პლანეტების განთავსებას ზოდიაქოს ნიშნებში.
  • პლანეტების განთავსებას ე. წ. ასტროლოგიურ სახლებში.
  • ”ასპექტებს” - პლანეტების ურთიერთდამოკიდებულებებს, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური.
  • ე.წ. ასტროლოგიური სახლების მმართველებისა და სიგნიფიკატორების გამოთვლა-შეთავსება და ა. შ.
ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:
  • ნათალური (ადამიანის ხასიათის, შესაძლებლობებისა თუ მიდრეკილებების დადგენა, მისთვის ნეგატიური თუ პოზიტიური პერიოდების გამოთვლა და ა. შ).
  • მუნდანური (ქვეყნის მომავლის გამოთვლა, ანუ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი).
  • ელექტიური (ამა თუ იმ საქმის დასაწყებად ოპტიმალური დროის გამოთვლა).
  • ჰორალური (კითხვის დასმა და კითხვის დასმის დროის შედგენილი ჰოროსკოპით კონკრეტული პასუხის მიღება).
  • სინასტრიული (ორი ადამიანის სასიყვარულო ან საქმიანი შეთავსება; მათი საერთო და განმასხვავებელი თვისებების დადგენა) და ა. შ.          
       წყარო: